საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2018 წლის 04 მაისის N195 განკარგულებით, რეგისტრირებული კოოპერატივი საკრედიტო კავშირი “უნივერს”-ს (ს/ნ: 202457493) არასაბანკო სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა. 2023 წლის 9 ოქტომბრის N211 განკარგულებით, რეგისტრირებულ კოოპერატივის საკრედიტო კავშირ „უნივერს“-ის (ს/ნ: 202457493) ლიკვიდატორად დაინიშნა – როინ ცაციაშვილი.
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის “უნივერს”-ის ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა ლიკვიდატორს უნდა წარმოუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ფიზიკური პირების შემთხვევაში:
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის “უნივერს”-ისმიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იურიდიული პირების შემთხვევაში:
ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ
უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი
რეგისტრირებული კოოპერატივის საკრედიტო კავშირის “უნივერს”-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისში, შემდეგ მისამართზე: 0114 ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. N2 (რეგისტრირებული კოპერატივის საკრედიტო კავშირის “უნივერს”-ის ლიკვიდატორი – როინ ცაციაშვილი, ტელ: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.Tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…