შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა EU-ის საერთო ინტერესის პროექტის სტატუსი მიიღო – რას ნიშნავს ეს?

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა EU-ის საერთო ინტერესის პროექტის სტატუსი მიიღო – რას ნიშნავს ეს?

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა ევროკავშირისგან PCI/PMI-ს (საერთო ინტერესის პროექტი) სტატუსი მიიღო, რაც პროექტს მთელ რიგ უპირატესობებს ანიჭებს, მათ შორის დაფინანსების ნაწილში.

BMG-ის ჯერ კიდევ ოქტომბერში, ვროკომისიაში განუცხადეს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონულ კაბელის პროექტი PCI/PMI-ის სტატუსის მოლოდინში იყო.

“თუ PMI სტატუსი მიენიჭება, პროექტს მიეცემა რიგი უპირატესობები, მათ შორის ნებართვების გაცემის პროცესის სისწრაფე. თუ ყველა შესაბამისი პირობა დაკმაყოფილდება, კონკურენტული განაცხადის პროცესის მეშვეობით Connecting Europe Facility (CEF) პროგრამიდან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება”, – აცხადებდნენ ევროკომისიაში.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის ევროკავშირისგან PCI/PMI-ს სტატუსის მინიჭებას სოციალურ ქსელში ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი გამოეხმაურა.

ის წერს, PMI-ის სტატუსის მქონე პროექტების შეღავათებია: დაჩქარებული ადმინისტრაციული პროცედურები; სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი; ევროკავშირის დაფინანსების მიღების შესაძლებლობა (თუმცა ევროკავშირის შიდა PCI პროექტებისგან განსხვავებით დაფინანსება გარანტირებული არ არის) და ინვესტორთა ნდობა.

“ყველაზე მთავარია პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა: – კაბელის პროექტი პირველია ევროკავშირთან ენერგეტიკული დაკავშირებადობის შესაძლო პროექტებს შორის. ის გზას გაუხსნის ჩვენი რეგიონის და პერსპექტივაში ცენტრალური აზიის უფრო ფართო დაკავშირებას ევროკავშირთან მწვანე ენერგიის ფართო დერეფნით.

როგორც ჩანს ევროკავშირმა ამ სტრატეგიულ მიმართულებაზე ხელი არ აიღო, მიუხედავად საქართველოდან მომავალი დაპირისპირების რიტორიკისა. როგორც ჩანს ჯერჯერობით ჩვენი “კეთილი მეზობლის” სტრატეგიული გეგმა რომ ჩიხად გვაქციოს და აღმოსავლეთ-დასავლეთის კავშირი გადაკეტოს განუხორციელებელი რჩება”, – წერს მარგველაშვილი.

ევროპამ ენერგორესურსების მიღების წყაროების დივერსიფიკაციაზე ფიქრი უკრაინის ომის შემდეგ დაიწყო და გეგმას ეტაპობრივად მიჰყვება. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებოლობაზეც პირველი სერიოზული ნაბიჯები სწორედ 2022 წელს გადაიდგა, როცა რუმინეთში საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტს ხელი მოაწერეს. ცერემონიას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც ესწრებოდა.

შეხვედრაზე დოკუმენტი გააფორმეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაე ჩუკამ და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა. ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით. პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელი მსოფლიო ბანკიც არის.

წყარო: Bm.ge

მსგავსი სიახლეები

EU-მ კომპანიებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესები განსაზღვრა

EU-მ კომპანიებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესები განსაზღვრა

ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რუსული გაზის საფასურის გადახდის წესი განსაზღვრა ისე, რომ ამ ქვეყნებმა EU-ს მიერ დაწესებული სანქციები დაიცვან. საუბარია რუსეთის მიერ…