ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დაახლოებით $600 მლნ დაჯდება – პრემიერი

ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დაახლოებით $600 მლნ დაჯდება – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ანაკლიის პორტის შერჩეულ ინვესტორსა და თავად პორტის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ გასულ კვირას ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ჩინური კომპანია დაასახელა გამარჯვებულად, ვინც საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ანაკლიას პორტს ააშენებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდება, რომელმაც სახელმწიფოს საბოლოო საინვესტიციო წინადადებას წარუდგინა. კომპანია ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სახელმწიფო კონგლომერატია.

“ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელება. მინდა შეგახსენოთ, რომ უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რაზეც ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ – სინგაპურულმა კონსორციუმმა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გაფორმდება პარტნიორობის ხელშეკრულება. მინდა შეგახსენოთ, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ შეიქმნება საერთო კომპანია, სადაც საქართველოს სახელმწიფოს წილი იქნება 51%, ხოლო კონსორციუმის წილი იქნება 49%.

ასევე, პარალელურად უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით და ანაკლიის პორტის საზღვაო სამუშაოები უკვე ძალიან მალე დაიწყება. პირველი ვადის საორიენტაციო საინვესტიციო მოცულობა არის 600 მლნ დოლარი და ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. როგორც მოგეხსენებათ, ანაკლიის პორტის მშენებლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც შუა დერეფნის განვითარების, ასევე საქართველოს დამაკავშირებელი ფუნქციის თვალსაზრისით”, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…