ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ – ელჩი

ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანიის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ – ელჩი

ჩინეთის ელჩის ჭოუ ციენის განცხადებით, ანაკლიის პროექტში მონაწილე კომპანია China Communications Construction Company Limited-ის წინააღმდეგ დეზინფორმაციას ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები ავრცელებენ. როგორც ელჩმა ქართულ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, CCCC ერთ-ერთი უძლიერესი კომპანიაა მსოფლიოში.

“თუ შეხედავთ დეზინფორმაციას ჩინური კომპანიის შესახებ, რომელსაც ავრცელებენ ტაივანი და აშშ-ის მიერ დაფინანსებული ე.წ. ანალიტიკური ცენტრები, ნახავთ, რატომ ვრცელდება ასეთი დეზინფორმაცია. თუ გაიხსენებთ რამდენიმე წლის წინ ანაკლიის პორტთან დაკავშირებულ პირველ ტენდერს და რა მოხდა მაშინ, მიხვდებით, რატომ ვრცელდება კვლავ ასეთი დეზინფორმაცია.

ჩინეთი ელოდება დადებით შედეგს და მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და არა მხოლოდ ერთობლივი წამოწყება, არამედ ასევე აჩვენებს საქართველოსა და ჩინეთის სინერგიის მნიშვნელობას „სარტყელისა და გზის“ ინიციატივისთვის და შუა დერეფნისთვის“, – აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.

ცნობისთვის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში, რომლის ფინალურ ეტაპზე ორი კომპანია მონაწილეობდა, საბოლოოდ საკუთარი წინადადება მხოლოდ ერთმა – ჩინურ-სინგაპურულმა ჰოლდინგმა – China Communication Construction Company Limited წარადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანია კონკურსში გამარჯვებულად ფაქტობრივად შეიძლება ჩაითვალოს.

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

აღსანიშნია, რომ ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი და მისი შვილობილები აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ არიან. კერძოდ, 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, სპეციალურ სიაში შეიყვანა და ამერიკულ კომპანიებს ნებართვის მოპოვების გარეშე მასთან გარიგებებსა და ოპერაციებში შესვლა შეუზღუდა. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ ეს არ წარმოადგენს აქტივების მაბლოკირებელ სანქციას, რომელიც კომპანიას საქართველოში პროექტების განხორციელებას შეუზღუდავდა. მისი თქმით, CCCC-ის მიმართ არ მოქმედებს არავითარი სანქცია, რაც კომპანიას ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობაში შეზღუდავდა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ანაკლიის მშენებარე პორტში მაჟორიტარი აქციონერი იქნება და საკონტროლო 51% პაკეტი მის მფლობელობაში იქნება. შესაბამისად, გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვით სახელმწიფო ეძებდა ინვესტორს, რომელიც პორტში 49%-იანი წილის მფლობელი იქნება.

მსგავსი სიახლეები

“ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება” – სებ

“ჩვენი მოლოდინით, 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება” –…

ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო…
ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით $502.3 მლნ შემატა – სებ

ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება გაორმაგდა და რეზერვებს…

2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა,…
მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…