არასტაბილურობის ფონზე, ინვესტორები დაფინანსების გადავადებაზე გვესაუბრებიან – მიკროსაფინანსო ასოციაცია

არასტაბილურობის ფონზე, ინვესტორები დაფინანსების გადავადებაზე გვესაუბრებიან – მიკროსაფინანსო ასოციაცია

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური გარემო სექტორზე გარკვეულწილად უკვე აისახება.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარემ BMG-ის განუცხადა, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დარგის მნიშვნელოვანი დამფინანსებლები არიან, საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არაერთ კითხვას სვამენ და მათი მხრიდან საუბარი უკვე შეეხო დაფინანსების გამოყოფის გადავადებასაც.

ნინო დევდარიანის თქმით, მაისში დარგის წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ, სადაც ინვესტორებისგან ერთგვარი სიგნალი მიიღეს, რომ ისინი ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან და ფინანსური სახსრების გამოყოფა მოსალოდნელია, რომ რამდენიმე თვით გადავადდეს.

მისივე თქმით, შექმნილი სიტუაცია სექტორს ფუნქციონირებაში ხელს არ შეუშლის, თუმცა სავარაუდოა, რომ მისო-ებისთვის საერთაშორისო დაფინანსების მოზიდვა შედარებით გართულდება

„მაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციაზე ვიყავით, რომელიც 30-მდე ქვეყანას აერთიანებს. ეს ის პლატფორმაა, სადაც ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს, რომ მიკროსაფინანსო სეგმენტის დაფინანსებით დაინტერესებულ ინვესტორებს შევხვდეთ. რა თქმა უნდა, ბევრი კითხვები დაისვა საქართველოში მიმდინარე მდგომარეობასთან მიმართებით და პოლიტიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ადგილობრივად არიან წარმოდგენილები და ქვეყანაში უკვე ოპერირებენ, უფრო ნათელია ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაში ხდება. თუმცა გარეთა თვალისთვის ქვეყანაში შექმნილი ვითარება უფრო რისკების მაჩვენებელია და მათთვის დამატებითი ბუნდოვანებაა, რაც ერთი მხრივ, აძვირებს მათგან მოზიდულ სახსრებს ან გარკვეული პერიოდით დროში წელავს ფინანსური სახსრების მოზიდვის შესაძლებლობებს.

აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად იყო საუბარი დაფინანსების გადავადებაზე. ინვესტორებისგან იყო საუბარი, რომ დაგაკვირდებით და ვნახავთ, პოლიტიკური მდგომარეობა როგორ დასტაბილურდება. როდესაც მოლაპარაკებებში შევდივართ ხოლმე, როგორც წესი, პროცესი 1-2 თვეში სრულდება ხოლმე, ახლა ინვესტორებისგან არის საუბრები, რომ კიდევ 2-3 თვე დაგაკვირდებით და ვნახავთ, რა მოხდება. ესაა გადავადების ის ნიშნები, რასაც ვხედავთ.

თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ინვესტორების მხრიდან უნდობლობაა ქართულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებით. კომპანიების მიერ საერთაშორისო ინვესტორებისგან მოზიდული სახსრების მოცულობა 350 მლნ ლარს აღემატება და ეს მზარდი მაჩვენებელია. თუმცა შექმნილი ვითარება იმას ნიშნავს, რომ წელს კიდევ უფრო მეტი შრომა დაგვჭირდება, რათა საერთაშორისო ინსტიტუტებიდან სახსრები მოვიზიდოთ“, – განაცხადა ნინო დევდარიანმა.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა დაიწყო

სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი…

2024 წლის 16 სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომელიც მიკრო და მცირე მეწარმეების მხარდასაჭერად შეიქმნა. არსებული კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ,…
8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

8 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 66%-ით გაიზარდა –…

მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება – აღნიშნული ინფორმაციას ღვინის…
ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

ოქროს ფასი რეკორდულად გაიზარდა

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი დღეს რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალის ღირებულებამ 2,570 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან პერიოდში 35%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ოქრო…