„აწარმოე საქართველოში“: ნიუ-იორკში, Summer Fancy Food Show 2023-ზე, 16-მა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია პირველად გამოფინა

„აწარმოე საქართველოში“: ნიუ-იორკში, Summer Fancy Food Show 2023-ზე, 16-მა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია პირველად გამოფინა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, The USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერითა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ნიუ-იორკში, საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიურ გამოფენაზე Summer Fancy Food Show 2023, პირველად საკუთარი პროდუქცია 16-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა.

ქართულმა კომპანიებმა გამოფენის დამთვალიერებლებს ოცამდე დასახელების ავთენტური ქართული პროდუქტი გააცნეს, როგორიცაა: თაფლი, თხილი, ჩირეული, საწებლები, წვენები, სუნელები და სხვა.

Summer Fancy Food Show 2023-ზე საქართველოს პავილიონით, გამოფენის ასობით სტუმარი დაინტერესდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო შემსყიდველებთან ჯამურად 200 მდე B2B შეხვედრა გამართეს.

“ამერიკის საექსპორტო ბაზარი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, 20-მდე ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტი ამერიკული ბაზრისთვის გაეცნო” – ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გამოფენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გამოფენა დაათვალიერა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანმა.

(NS)

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…