ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა სიმძლავრეები გაზარდა

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა სიმძლავრეები გაზარდა

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT) ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

“ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი (BICT), რომელიც ბათუმში 2008 წლიდან ოპერირებს, მიუხედავად დატვირთულუბისა, კვლავ აგრძელებს მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელებასა და პროგრამების დანერგვას, რათა უზრუნველყოს მაღალი სტანდარტით მომსახურების მიწოდება.

პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში და ასევე შემდგომი რთული საბაზრო მდგომარეობის პირობებში, მაშინ როდესაც რეგიონში არსებული სხვა ტერმინალები მნიშვნელოვნად იყვნენ გადატვირთულები, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა შეინარჩუნა მომსახურების მაღალი სტანდარტები.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალის მიერ განხორციელებული დამატებითი ინვესტიციების წყალობით, ტერმინალი მზად არის გაუმკლავდეს გაზრდილ სატვირთო ნაკადს. ტერმინალის საოპერაციო ტერიტორია გაზრდილ იქნა დამატებით 6 ჰექტარით, რომელიც მოიცავს გარე ტერმინალს მასზე არსებული ორი სარკინიგზო ჩიხით. აღნიშნული აძლევს საშუალებას ტერმინალს დაამუშავოს და გაუმკლავდეს არამხოლოდ ბოლო პერიოდში გაზრდილ ტვირთებრუნვებს, რომელთა გადაზიდვაც ხდება როგორც საგზაო ისე სარკინიგზო ტრანსპორტის სახეობებით, არამედ ასევე უზრუნველყოს უფრო მეტი კონტეინერების დაცლა/დატვირთვას, რომლებიც დაკავშირებულია „შუა დერეფანში“ გაზრდილ ვაჭრობასთან ერთად მომატებულ ტვირთბრუნვასთან.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალმა ასევე წარმატებით დანერგა საკონტეინერო ტერიტორიის დაგეგმვის თანამედროვე საოპერაციო სისტემა, რაც კიდევ უფრო გაზრდის სატერმინალო ოპერაციების ეფექტიანობას. გარდა ამისა, ტერმინალის მიერ შეძენილ იქნა სრულიად ახალი, მძიმე ტვირთამწეობის სატერმინალო ტექნიკის დამატებითი ერთეულები იმისათვის, რომ გააუმჯობესოს სამუშაოების ხარისხი, უფრო სწრაფად და ეფექტურად გაუწიოს მომსახურეობა მის მომხმარებლებს. აღნიშნული სიმძლავრეების გაზრდის წყალობით, რაც მოიცავს დამატებით შენახვის ადგილებს ტერიტორიაზე, სპეც.ტექნიკას და მეტ პერსონალს, ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი ახორციელებს ტვირთების უფრო სწრაფად დამუშავებასა და მომსახურებას.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი კვლავ განაგრძობს შემდგომ ინვესტირებას საოპერაციო საქმიანობის გამარტივების, დაჩქარების, ეფექტურობის გაზრდისა და მომსახურების ხარისხის მაღალი დონის შენარჩუნების მიზნით.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი არის ექვს კონტინენტზე უდიდესი, დამოუკიდებელი ტერმინალ-ოპერატორის ICTS Inc.-ის შვილობილი კომპანია”.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…