“ბათუმის სანაპირო ზოლში სამშენებლო პროექტების მოგების მარჟა 51%-ია”

“ბათუმის სანაპირო ზოლში სამშენებლო პროექტების მოგების მარჟა 51%-ია”

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. დოკუმენტში თბილისისა და ბათუმის ბაზრების შესახებ არის საუბარი, მისი მიხედვით, ბათუმში დეველოპერული პროექტების განვითარება თბილისთან შედარებით უფრო მაღალი მოგებიანობით გამოირჩევა.

თუკი თბილისში საცხოვრებელი დეველოპერული პროექტების განვითარების საშუალო საერთო მოგების მარჟა 36%-ია, ბათუმში ცენტრალურ უბნებში ეს კოეფიციენტი 38%, სანაპირო ზოლში კი 51%-ია.

განსხვავებულია ბათუმში მშენებარე უძრავი ქონების სპეციფიკა დანიშნულების კატეგორიის ტიპებით. სანაპირო ზოლში მშენებარე პროექტებში ერთი საშუალო საცხოვრებელი ფართის ზომა 38 კვადრატულ მეტრს შეადგენს და ის საინვესტიციო დანიშნულებისაა. ხოლო ცენტრალურ უბნებში მშენებარე კორპუსებში საშუალო ფართი 75 კვადრატული მეტრია და მას უფრო მეტად მუდმივი საცხოვრებლის დანიშნულება გააჩნია.

გარემონტებულ მდგომარეობაში მყოფი სანაპირო ზოლში მდებარე ბინაში კვადრატული მეტრი 2022 წლის დასაწყისში 1,972 დოლარს შეადგენდა, ხოლო უკვე 2022 წლის სექტემბერში ეს ფასი 2%-ით გაიზარდა. გაცილებით დიდი ზრდაა სანაპირო ზოლში მდებარე შავი კარკასის მდგომარეობაში არსებულ პროექტებზე. წლის დასაწყისში ფასი 706 დოლარი იყო, რაც სექტემბერში უკვე 52%-ით იყო გაზრდილი.
ბათუმის ცენტრში 2022 წლის დასაწყისში შავი კარკასის საშუალო ფასი 448 დოლარს შეადგენდა, რაც სექტემბერში უკვე 37%-ით იყო გაზრდილი.

“სანაპირო ზოლებში არსებული ბინის ფასები მათი საინვესტიციო დანიშნულების გამო 1,6-ჯერ აღემატება ცენტრალურ უბნებში არსებულ საცხოვრებელ ფართებს.

აღსანიშნავია, რომ შერჩეული პროექტების სანაპირო ზოლის გარემონტებულ ფართებში წლის დასაწყისის შემდეგ ფასი თითქმის უცვლელი დარჩა, თუმცა მაღალი ზრდა გვაქვს შავი კარკასის საცხოვრებელ ფართებში როგორც სანაპირო, ასევე ცენტრალურ დასახლებაში,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაში.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში დეველოპერების ხარჯების კომპოზიციაზეც არის საუბარი. მისი მიხედვით, სანაპირო ზოლში მდებარე პროექტებში მიწის ღირებულება საერთო თვითღირებულების 7%-ს შეადგენს, ხოლო ცენტრალურ უბნებში ეს კოეფიციენტი 13%-ია. გაყიდვებისა და ადმინისტრაციის ხარჯები სანაპირო ზოლში თვითღირებულების 9.5%-ია, ცენტრში კი ის 7.8%-ს შეადგენს.

“მიწის ღირებულება ცენტრალურ უბნებში უფრო მეტ პროპორციას იკავებს მშენებლობის თვითღირებულებაში, რასაც სავარაუდოდ პროექტის მოცულობა განაპირობებს. სანაპირო ზოლებში უფრო მოცულობითი/მრავალსართულიანი კორპუსები შენდება, რაც მიწის ღირებულების წილს ამცირებს მთლიან ხარჯებში, მიუხედავად იმისა, რომ ის შეიძლება უფრო ძვირი ღირდეს, ვიდრე შიდა/ცენტრალურ უბნებში,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…