იანვარ-ივნისის თვეებში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გაიზარდა. ამის შესახებ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი იტყობინება.
კერძოდ, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 554,2 ათასი ტონა, რაც 32,5 ათასი ტონით ანუ 6,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (521,7 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 273,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 280,5 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 166,6 ათასი ტონა (60,9%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 101,6 ათასი ტონა (37,1%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 5,5 ათასი ტონა (2,0%);
მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 449,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 81,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 77,6 ათასი ტონა – 14%; თურქმენეთი – 11,4 ათასი ტონა – 2%; აზერბაიჯანი – 9,5 ათასი ტონა – 1,7%; ბელარუსი – 5 ათასი ტონა – 0,9%; არაბთა გაერთ.ემ. – 1 ათასი ტონა – 0,2%; უკრაინა – 0,1 ათასი ტონა – 0,02%; ბულგარეთი – 0,1 ათასი ტონა – 0,02%;
2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა და აღარ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის…
დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. ამის შესახებ საქსტატის 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველ სტატისტიკაში…
2026 წლიდან საქართველოში ძალაში შედის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.…