ბიზნესების დაცვის მოტივით, ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო 0.5% იქნება – კანონპროექტი

ბიზნესების დაცვის მოტივით, ბარათით გადახდის მაქსიმალური საკომისიო 0.5% იქნება – კანონპროექტი

პარლამენტი ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომლითაც ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდების შესრულების მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს.

ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო არის დაახლოებით 5-10 თეთრი, რაც ნიშნავს რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმეს შეიძლება 90-95 თეთრი მისდიოდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურს წარმოადგენს, ეს კი ტრანზაქციის ღირებულების 5%-10%-ია. 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1.5%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1.5-2 ლარი.

კანონპროექტის ავტორია “ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ამავე კომიტეტის სხვა წევრები. ინიციატივის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ერთიანი საგადახდო ჭერის დანერგვა ბიზნესებისთვის განჭვრეტად სივრცეს შექმნის და მათ საგადახდო დანახარჯებს შეამცირებს.

“დღევანდელი მდგომარეობით, სავაჭრო/მომსახურების ობიექტების მიერ საბარათე ინსტრუმენტით მიღებული გადახდებისას გადახდილი სავაჭრო ობიექტის საკომისიო არ ექვემდებარება ზღვრულ რეგულირებას და მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ტიპის სავაჭრო/მომსახურების ობიექტების, საგადახდო სქემის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისა და საგადახდო ინსტრუმენტის მიხედვით. ეს ქმნის არაპროგნოზირებად საფასო გარემოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. ამასთანავე, სავაჭრო ობიექტის საკომისიოში ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია ურთიერთგაცვლის საკომისიო, რომელიც განსაზღვრულია გადამხდელის პროვაიდერსა (მაგ. ბარათის ემიტენტი) და მიმღების (მაგ. სავაჭრო/მომსახურების ობიექტის) პროვაიდერებს შორის არსებული ხელშეკრულებით. ამ საკომისიოს ოდენობა, როგორც წესი, გაუმჭვირვალეა მიმღებისთვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები მიზნად ისახავს:

  • დაადგინოს სავაჭრო ობიექტის საკომისიოს დეფინიცია და განისაზღვროს სავაჭრო ობიექტის საკომისიოს ზედა ზღვარი თითოეული გადახდის ოპერაციის თანხიდან 0,5 % ოდენობით იმ საგადახდო მომსახურების პროვაიდერთათვის, რომლებიც წარმოადგენენ სისტემური მნიშვნელობის კომერციულ ბანკს ან/და ასეთი კომერციული ბანკის ჯგუფში შემავალ საგადახდომომსახურების პროვაიდერს;
  • დაწესდეს ვალდებულება პროვაიდერებისთვის, მიაწოდონ მიმღებს დეტალური ინფორმაცია საკომისიოს, მათ შორის მისი შემადგენელი ნაწილების შესახებ;
  • ეროვნულ ბანკს მიენიჭება უფლებამოსილება მონიტორინგი გაუწიოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს, იმის უზრუნველსაყოფად, რომ სავაჭრო ობიექტის საკომისიოს შემცირებას თან სდევდეს ურთიერთგაცვლის საკომისიოს პროპორციული შემცირება. ამასთან, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება დაადგინოს ურთიერთგაცვლის საკომისიოს ზღვრები,”- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

 

კანონპროექტის ავტორების თქმით, 0.5%-იანი ზღვარი დააწესებს უფრო სამართლიან და პროგნოზირებად პირობებს, შეამცირებს გადაჭარბებულ საბანკო ხარჯებს და გაზრდის კონკურენციას საგადახდო მომსახურების ბაზარზე.

მსგავსი სიახლეები

დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია – ანტონიუ გუტერეში ახლო აღმოსავლეთში სიტუაციაზე

დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია –…

გაერო-ს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთში სიტუაცია შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, ამიტომ მხარეები დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ. მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე…
წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები განისაზღვრა – საგნების ჩამონათვალი

წლევანდელ ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი საგნები განისაზღვრა – საგნების ჩამონათვალი

ცნობილია, რომელ ფაკულტეტზე რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ წელს აბიტურიენტებს ქართული და უცხო ენის გარდა. შესაბამის ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ…
მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური რეისი დაინიშნა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის მასკატიდან დამატებითი სპეციალური…

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს…