საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია გრძელდება. ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 9%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 93 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 89 დოლარის ფარგლებშია.
რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 78 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამ ტენდენციის ფონზე, Goldman Sachs-მა უახლეს პროგნოზი გაავრცელა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლომდე, სავარაუდოდ, ბარელი ნავთობის ფასი 110 დოლარს მიაღწევს, ანუ Brent-ის ღირებულება დამატებით 20%-ით გაიზრდება. ამის მიზეზად ანალიტიკოსები რუსეთის ფედერაციის, საუდის არაბეთისა და OPEC-ის წევრი სახელმწიფოების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებენ.
მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი ნახევარი მილიონი ბარელით დააკორექტირა. წლის ბოლომდე მოსალოდნელია, რომ საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებს, რაც ბაზარზე დეფიციტს გამოიწვევს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გაძვირებული ენერგორესურსები ყველაზე ხელსაყრელი სწორედ საუდის არაბეთისთვისაა, რომელმაც გასულ წელს რეკორდული შემოსავლები მიიღო. სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-მ 2022 წელს 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…