საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს და ვერცხლის ფასი ეცემა – ერთდღიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 0.5%-ითაა შემცირებული და ამჟამად 1,948 დოლარს შეადგენს. ეცემა ვერცხლის ფასიც და მიმდინარე სავაჭრო სესიაზე ვარდნის მაჩვენებელი 1%-ს შეადგენს.
ბირჟაზე მეტალებს ფასების შემცირება პირდაპირ კავშირშია ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვის მიერ მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრასთან. მართალია, ივნისის სხდომაზე FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 5%-იან ნიშნულზე დატოვა, თუმცა რეზერვის ხელმძღვანელმა, ჯერომ პაუელმა ინვესტორებისთვის საგანგაშო ინფორმაცია გაავრცელა.
პაუელის განცხადებით, FED-ის მომდევნო გადაწყვეტილება სრულად იქნება დამოკიდებული ინფლაციურ მონაცემებზე და თუ ფასების ზრდის ტენდენცია არ დაიძლევა, მაშინ მონეტარული პოლიტიკა დამატებით 50 საბაზო პუნქტით გაიზრდება, რაც ანალიტიკოსების საბაზო სცენარით არ იყო გათვალისწინებული.
რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ამერიკული დოლარის გამყარებას იწვევს, რაც მეტალების ბირჟაზე ნეგატიურად აისახება. ზოგადად ოქროს, ვერცხლსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…