2022 წლის 6 თვეში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ბიზნესს საგადასახადო ზედმეტობის სახით 1.1 მილიარდი ლარი დაუბრუნა – ამის შესახებ ინფორმაციას თავად ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
დღგ-ის ავტომატური დაბრუნების სისტემა 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. 2021 წლის განმავლობაში მისი მეშვეობით ბიზნესს სულ 1.93 მილიარდი ლარი დაუბრუნდა.
ჯერჯერობით ბიუჯეტის შესრულების სხვა პარამეტრები და კონკრეტული გადასახადებით მობილიზებული თანხა უცნობია. ამის შესახებ ანგარიშს ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნებს.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…