“გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის” – რაზე გამახვილდა ყურადღება ალიევი-ქვრივიშვილის შეხვედრაზე?

“გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის” – რაზე გამახვილდა ყურადღება ალიევი-ქვრივიშვილის შეხვედრაზე?

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები. მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

უწყების გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ილჰამ ალივმა და მარიამ ქვრივიშვილმა სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და დაკავშირებადობის ზრდისთვის ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელებისთვის ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება.

მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის მნიშვნელობა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორმხრივ და რეგიონულ ეკონომიკურ პროექტებზე. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ქვეყნებს შორის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პროექტებში თანამშრომლობა დადებითად აისახება ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, მათ შორის, მოიზიდავს დამატებით ინვესტიციებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა მწვანე ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კავშირგაბმულობა და სხვ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ისეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ენერგეტიკული კაბელი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას.

ყურადღება გამახვილდა ბაქო – თბილისი – ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ პროექტი, რომელიც დასკვნით ფაზაშია, მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოსა და აზერბაიჯანის სატრანზიტო პოტენციალს. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება მუშაობა და გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები ახალი სტრატეგიული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ორ ქვეყანას შორის დაკავშირებადობის გაზრდას.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული ტურისტული ბაზარია. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მსოფლიოსა და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები, რომელთა დასაძლევად ხაზი გაესვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას”, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.

შეხვედრას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…