გარდაბანში, მე-3 კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მშენებლობისთვის ტენდერში წინადადებების წარდგენის ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა.
„ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მონაცემებით, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, 350-430 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ასაშენებლად შპს „გარდაბნის თბოსადგური 3“-ის 100%-იანი წილის გაყიდვისა და ინვესტორის შერჩევის მიზნით 2023 წლის 30 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების წარმოდგენის ვადა 30 ნოემბრამდე (18:00 საათამდე) გაგრძელდა.
დაინტერესებულ ინვესტორებს წინადადებები 31 აგვისტომდე უნდა წარედგინათ, რაც 31 ოქტომბრამდე, ახლა კი, 30 ნოემბრამდე გადავადდა.
პირობის მიხედვით, მთავრობა კერძო ინვესტორს ეძებს, რომელიც შეასრულებს მშენებლობასა და სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, თბოსადგურის შემდგომში ოპერირებით.
ინვესტორზე შესაბამისი პირობებით გასხვისდება საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილი 100%-იანი წილი გარდაბნის თბოსადგურ 3-ში, რომლის ღირებულება 2 450 000 აშშ დოლარს შეადგენს. თბოსადგური, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მხრიდან წარმოდგენილი და ენერგოსისტემის საჭიროებებიდან გამომდინარე შექმნილი მოთხოვნების (მოქნილი ოპერირების უნარი და სხვა) დაცვით აშენდება. პროექტის განხორციელების (მ.შ – მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღება) ვადად კი წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს, 4 წელი განისაზღვრება.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…