მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის, ტურიზმიდან მიმდინარე წლის სამ კვარტალში მიღებულ შემოსავლებზე ისაუბრა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა თქვა, რომ პოზიტიური დინამიკა, რომელიც 2023 წელს ფიქსირდება ტურიზმის ინდუსტრიაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან შემოსავალმა რეკორდული რაოდენობა – 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
მისივე თქმით, გარკვეულ სეგმენტებში იყო შემცირება, რაზეც სამუშაოა.
„თუ ცალკე ავიღებთ წლევანდელ მესამე კვარტალს, აქაც თითქმის მილიარდ ნახევარია შემოსავალი, რაც გასულ წელს 5% ით აღემატება, ხოლო გასული წელი, გვახსოვს, რომ რეკორდული იყო. ჯამში, წინა წელთან შედარებით, გვაქვს 29%-იანი ზრდა და ეს არის დამაიმედებელი მაჩვენებელი.
თუმცა, გვესმის, რომ გარკვეულ სეგმენტებში გვქონდა შემცირებაც ან თანაბრად არ ნაწილდებოდა ტურისტული სექტორი, მაგრამ ზუსტად ეს არის გამოცდილება, რომელზეც უფრო მეტი სამუშაო გვაქვს კერძო სექტორთან ერთად.
იცით, რომ ზამთრის სეზონის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურად, პირადად გავეცანი ამ პროცესს რამდენიმე კურორტზე და ვფიქრობ, 2023 წლის ზამთრის სეზონს უნდა შევხვდეთ ორგანიზებულად, რადგან ტურიზმის ინდუსტრიაში ზამთრის კურორტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მაღალშემოსავლიანი მიმართულებაა,“ – აღნიშნა მინისტრმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…