საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულმა ასოციაციამ (IHA) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2023 წელს მსოფლიოში დადგმული სიმძლავრე 1,416 გგვტ-მდე გაიზარდა.
გასულ წელს ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე 7.2 გგვტ-ით გაიზარდა და 1,237 გიგავატს მიაღწია, ხოლო ახალი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების დადგმული სიმძლავრე 6.5 გგვტ-ით, 179 გიგავატამდე გაიზარდა.
IHA-ს ანგარიშის თანახმად, გენერაციის ახალი სიმძლავრეების მიხედვით, საქართველო 54 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველოში მხოლოდ 6 მცირე ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეც 9 მგვტ-მდე იყო. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში 49 მგვტ ახალი სიმძლავრით 29-ე ადგილზეა მეზობელი სომხეთი. კიდევ უფრო კარგი შედეგი აქვს აზერბაიჯანს და 147 მგვტ ახალი გენერაციით მე-17 ადგილზეა. გლობალური რეიტინგის სათავეში, 6,749 მგვტ ახალი დადგმული სიმძლავრით, კვლავ ჩინეთია.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…