დარწმუნებული ვარ, შემდგომი აუქციონებიც შედგება, ქვეყანაში დამატებითი ენერგიის საჭიროებაა – ნარმანია CFD მექანიზმზე

დარწმუნებული ვარ, შემდგომი აუქციონებიც შედგება, ქვეყანაში დამატებითი ენერგიის საჭიროებაა – ნარმანია CFD მექანიზმზე

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, CFD მექანიზმთან დაკავშირებული აუქციონის პირველმა ეტაპმა აჩვენა, რომ მონაწილეობის მიღებით კვლავ არიან კომპანიები დაინტერესებული, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნა მაღალია.

„პირველი ეტაპის აუქციონის შემდეგ კვლავ არიან დაინტერესებული კომპანიები მიიღონ აუქციონში მონაწილეობა. ეს ნიშნავს იმას, რომ მოთხოვნა მაღალია. მექანიზმი არის გამართული, რაც მთავრობამ დაამტკიცა. ქვეყანაში დამატებითი ენერგიის საჭიროება არის, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი აუქციონებიც შედგება და წარმატებით დასრულდება ისევე, როგორც პირველი აუქციონი“ – აღნიშნავს დავით ნარმანია.

ინფორმაციისთვის: ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებების ალტერნატიული – CFD მოდელი გასულ წელს ამოქმედდა. CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით ფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ენერგოსადგურები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.

ეკონომიკის სამინისტრომ CFD-მექანიზმით პირველი აუქციონი მიმდინარე წლის თებერვალში გამოაცხადა და აუქციონის პირველადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აპრილში გამოქვეყნდა. უწყების თანახმად, მათთან სულ 78 განაცხადი შევიდა, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 900 მეგავატს შეადგენს.

სამინისტრომ ამ წინადადებებიდან საუკეთესო ფასის მქონე განაცხადები უნდა აირჩიოს ისე, რომ 300 მეგავატის სიმძლავრეზე ელექტროენერგიის შესყიდვის ხელშეკრულებები გაფორმდეს. შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც ეკონომიკის სამინისტროს შეფასებით, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება – დეტალები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით…

2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა და აღარ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის…
დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. ამის შესახებ  საქსტატის 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველ სტატისტიკაში…
რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები და ჯარიმები სრულად

რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები…

2026 წლიდან საქართველოში ძალაში შედის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.…