საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 1 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა უკრაინიდან დევნილი ოჯახების 300-ლარიანი დახმარების და ოჯახის წევრებზე თვეში 45 ლარის სოციალური შემწეობების გაცემა – ამას ითვალისწინებს “ოცნების” მთავრობის 4 ივლისის განკარგულება, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
ამ სოციალურ დახმარებას მთავრობა 2022 წლის 13 ივლისიდან გასცემს და ის რეგულარულად ხანგრძლივდება.
ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ყოველთვიურად ამ დახმარებაზე დაახლოებით 900,000-950,000 ლარი იხარჯება.
„უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეთა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 13 ივლისის N1254 განკარგულების შესაბამისად სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებდა დახმარების გაცემას ოჯახზე თვეში 300 ლარის ოდენობით, ხოლო საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად – პირზე 45 ლარის ოდენობით. ამ მიზნით იანვარში დახმარება გაეწია 2 400 ოჯახს (4 330 პირს), თებერვალში – 2 556 ოჯახს (4 578 პირს), მარტში – 2 487 ოჯახს (4 461 პირს),”- ნათქვამია 2025 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში.
შესაბამისად, ამ დახმარების წლიური ხარჯი დაახლოებით 10-11 მილიონი ლარის ფარგლებში მერყეობს და ის ქვეყანაში მუდმივად მყოფი უკრაინელი დევნილების რაოდენობაზე არის დამოკიდებული.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…