ეროვნულმა ბანკმა 2023 წლის თებერვლის საბანკო სექტორის სტატისტიკა გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, ამჟამად ქართულ ბანკებში 43.61 მილიარდი ლარის დეპოზიტები არის განთავსებული, რაც 36.79 მლნ ლარით, ანუ 0.08%-ით ნაკლებია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.54%-ით მეტი). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 38.20 მლნ ლარით, ანუ 0.23%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.65%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 74.99 მლნ ლარით, ანუ 0.28%-ით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.48%-ით).
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2023 წლის თებერვლის ბოლოსათვის 45.23 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.12 პროცენტული პუნქტით.
“თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.36% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.51%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.17%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.40%, ხოლო ევროს წილმა 16.92% შეადგინა,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…