“ქართული ოცნების” მთავრობის ეკონომიკის ახალი მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი მადლობას უხდის “ქართული ოცნების” პრემიერს ნდობისთვის და ამბობს, რომ მისთვის დიდი პატივია ამ მთავრობის წევრობა.
დღეს, 24 ივნისს, ირაკლი კობახიძემ ქვრივიშვილი, რომელიც აქამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო, მინისტრად დანიშნა.
“პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ამ კაბინეტის წევრი და ეკონომიკის მინისტრის პოზიციიდან ვემსახურო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობასა და ზრდას. მთელი ის ცოდნა და გამოცდილება, რაც ეკონომიკის სამინისტროში მუშაობისას დავაგროვე დამეხმარება იმაში, რომ წარმატებით დავასრულოთ ყველა მიმდინარე პროექტი, დავსახოთ ახალი გეგმები და განვაგრძოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდა”, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
უკვე ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეკონომიკის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩევლის და ეკონომიკური საბჭოს მდივნის თანამდებობას დაიკავებს.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…