ენერგოომბუდსმენის სამსახურის დახმარებით მომხმარებელთა სასარგებლოდ ზედმეტად ან უსაფუძვლოდ დარიცხული 175 ათას ლარამდე თანხა დაკორექტირდა. ამის შესახებ საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2024 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
სამსახურმა ენერგოკომპანიებში გააგზავნა 618 რეკომენდაცია, რომელთა საფუძველზე მომხმარებლებს დაუკორექტირდათ ჯამში 50 ათას ლარამდე. ამასთან, ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე სემეკმა გადაწყვეტილება მიიღო 12 სადავო საქმეზე და მოქალაქეებს დაუკორექტირდათ თანხები ჯამში 125 ათას ლარამდე.
2024 წელს დამცველის სამსახურში რეგისტრირებული სრული კორესპონდენციის რიცხვი 1406 იყო. მათ შორის, 606 ახალი განცხადება/საჩივარი (კოლექტიური მომართვები), სამართლებრივი კონსულტაცია გაეწია 2250 მომხმარებელს. სოციალური ქსელითა და ტელეფონის საშუალებით დახმარება გაეწია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს – ჯამში 8000-ზე მეტ მომხმარებელს.
“აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს საქმისწარმოების დაწყების საფუძვლად დაფიქსირდა ე.წ ოქმების ჩანაწერის რეკორდული მაჩვენებელი – 144 ოქმი, აქედან, უმეტესობა იყო კოლექტიური პრეტენზიები, რომლებიც ეხებოდა სხვადასხვა სოფლების, უბნების ან კორპუსების მცხოვრებთა საერთო პრობლემებს”,- აღნიშნულია ანგარიშში.
სექტორების მიხედვით 2024 წელს დაწყებული საქმისწარმოება შემდეგნაირად გადანაწილდა:
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…