საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, რობინ დანიგანი აცხადებს, რომ აშშ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის განვითარების ხელშეწყობას აგრძელებს. ამის შესახებ მან პარლამენტში, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითად ასპექტებსა და აშშ-ის საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველო “შუა დერეფანში” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია და ამიტომ DFC-მ ფოთის პორტში $50 მლნ-იანი ინვესტიცია ჩადო.
“ჩვენი ეკონომიკური კავშირების გაძლიერებაზე საუბრისას უნდა აღვნიშნო, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლს “შუა დერეფანში”, სწორედ ამიტომ, საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ (DFC-მ), შავ ზღვაში ფოთის პორტის განვითარებისთვის 50 მილიონი დოლარი გამოყო, რამაც გაზარდა საქართველოს, როგორც ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ჯაჭვის, გამტარუნარიანობა. ჩვენ საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის, განვითარებისთვის ხელშეწყობას გავაგრძელებთ”, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
ცნობისთვის, ახალი საზღვაო ნავსადგური ფოთში 2022 წლის დასაწყისში გაიხსნა. იგი საქართველოს საზღვაო სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომლის ღირებულებაც 120 მილიონ დოლარს აღწევდა, საიდანაც 50 მილიონი დოლარი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ დააფინანსა, რაც DFC-ის მიერ რეგიონში გამოყოფილი ყველაზე დიდი ინვესტიციაა.
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს ეკონომიკა სამი კომპანიის მიერ – “საქართველოს ბანკის”, “თიბისი ბანკისა” და “საქართველოს კაპიტალის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის…
ჯანდაცვის სამინისტრო 6 თვეზე მეტი ვადით ქვეყნიდან გასული მოქალაქეების მიერ საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობაზე განმარტებას აკეთებს. უწყების განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, საქართველოს…
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…