ფინანსთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა 2025 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალის ამსახველი ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, ვალის მთლიანმა მოცულობამ დოლარში 8.54 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვართან შედარებით 209 მილიონი დოლარით ნაკლებია. თუმცა, ეროვნულ ვალუტაში გამოსახული ვალის მოცულობა პირიქით – 1.09 მილიარდი ლარით არის გაზრდილი და ის 24.6 მილიარდ ლარს შეადგენს.
რაც შეეხება ვალის პორტფელს, საქართველოს საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც ვალის ნაშთი 2.1 მილიარდი დოლარია.
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…