საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის თებერვლის დეპოზიტების სტატისტიკა წარუდგინეს, საიდანაც ირკვევა, რომ გასული თვის განმავლობაში დეპოზიტების პორტფელი 978 მილიონი ლარით შემცირდა და მან 57.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
კლება აღინიშნება როგორც ეროვნული ვალუტის დეპოზიტებზე ასევე უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე. სავალუტო დეპოზიტები შემცირდა 677 მილიონი ლარით და მან 30.78 მილიარდი ლარი შეადგინა. აღნიშნული კლება, სავარაუდოდ, მათ შორის განპირობებულია ლარის გაცვლითი კურსის გამყარებით, რადგანაც პერიოდის განმავლობაში ლარი დოლართან გამყარდა.
თუმცა ამასთანავე, შემცირდა ლარის დეპოზიტებიც. კლებამ 302 მილიონი ლარი შეადგინა, რის შედეგადაც აღნიშნული პორტფელის მოცულობა 27.19 მილიარდ ლარამდე შემცირდა.
თებერვალში დეპოზიტების ლარიზაციამ 46.9% შეადგინა, რაც იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 0.27 პროცენტული პუნქტით მეტია.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის გამგეობა, იროდიონ ევდოშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო…
ინვესტორებს შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ეკონომიკის სამინისტროს მიმართ 116 მილიონი დოლარისა და 54 მილიონი ლარის ჯარიმები აქვთ დაკისრებული – ამის შესახებ სახელმწიფო…
ონლაინ პლატფორმებზე სურსათის (ისევე როგორც სხვა პროდუქტების) შეძენა, დღეს საკმაოდ აქტუალურია. სოციალურ ქსელში ხშირია სხვადასხვა სახის სურსათის შეთავაზებების შემთხვევები, რაც გარკვეულ…