იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 38%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 38%-ით გაიზარდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან მსოფლიოს 47 ქვეყანაში, ექსპორტირებულია 47,6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 38%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. ინფორმაციას ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, წლის პირველ ორ თვეში ექსპორტზე ჯამში 16,7 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა, რაც გასული წლის საანგარიშო პერიოდის მონაცემებზე 43%-ით მეტია. აქედან რუსეთში 13.2 მლნ ლიტრი ღვინო გავიდა.

“ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია ქართული ღვინის სტრატეგიულ პოლონეთის ბაზარზე – 27% (855,1 ათასი ლიტრი), სადაც რეგიონში არსებული კრიზისის გამო, ბოლო 2-წლიანი პერიოდის კლების შემდეგ, წელს უკვე ექსპორტის ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა.

ბოლო წლების სტაბილური ზრდის ტემპები შენარჩუნებულია უმნიშვნელოვანეს საექსპორტო ბაზარზე გერმანიაშიც – 4% (153,3 ათასი ლიტრი);

საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სტრატეგიულ ბაზრებზე: ესტონეთი – 41% (50,6 ათასი ლიტრი) და იაპონია – 549% (27,7 ათასი ლიტრი), ასევე ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორიცაა უკრაინა – 27% (792,7 ათასი ლიტრი), კანადა – 472% (50,6 ათასი ლიტრი), ისრაელი – 37% (54,6 ათასი ლიტრი) და სხვა”, – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან მსოფლიოს 31 ქვეყანაში ექსპორტზე 35.2 მლნ დოლარის ღირებულების 6,3 მლნ ლიტრი სპირტიანი სასმელები გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივად ექსპორტი 48%-ით, შემოსავლები კი 46%-ით გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…