ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო შესულია რამდენიმე სააგენტოში, სიმართლეს არ შეესაბამება – ასოციაცია

ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო შესულია რამდენიმე სააგენტოში, სიმართლეს არ შეესაბამება – ასოციაცია

„საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციის“ (ACAG) განცხადებით, სიმართლეს არ შეესებამება ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო სამსახური რამდენიმე სარეკლამო სააგენტოს ამოწმებს.

ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გასული წლების მსგავსად, საკომუნიკაციო სააგენტოების ნაწილმა მიიღო შეტყობინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან.

“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიცია და საგამოძიებო სამსახური შესულია რამდენიმე სააგენტოში სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია დამახინჯებულადაა გავრცელებული. მიმდინარე დღეებში, გასული წლების მსგავსად, საკომუნიკაციო სააგენტოების ნაწილმა ნამდვილად მიიღო შეტყობინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან. გთხოვთ აუცილებლად გადაამოწმოთ ინფორმაცია გავრცელებამდე. თითოეული სააგენტო ინფორმირებულია და სურვილის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას”,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

განახლება 19:28 საათი

საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციამ Facebook-გვერდზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, პოსტი დააკორექტირა. ასოციაციის განცხადებაში ვკითხულობთ:

“ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიცია და საგამოძიებო სამსახური შესულია რამდენიმე სააგენტოში სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია დამახინჯებულადაა გავრცელებული. გთხოვთ აუცილებლად გადაამოწმოთ ინფორმაცია გავრცელებამდე. თითოეული სააგენტო ინფორმირებულია და სურვილის შემთხვევაში გააკეთებს დამატებით განცხადებას”.

 

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ “რუსული კანონის” მოწინააღმდეგე პირების კომპანიებში: მეტაში, ოგილვიში, ედ ბლექ სიში, ვოთერგანზში საგადასახადო სამსახური შემოწმებას გეგმავდა.

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, “ლიმონის” დამფუძნებელი გიორგი ოკმელაშვილი აქციაზე სამართალდამცველზე ძალადობისთვისაა დაკავებული.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…