კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის 18% სარგებლობს.
ბოლო 1 წელიწადში კერძო სადაზღვევო პაკეტის მფლობელთა რაოდენობა 44,199 გაიზარდა, რაც მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით 1 პროცენტული პუნქტით ზრდაა.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის ბოლოს სამედიცინო დაზღვევის მოქმედი პოლისების რაოდენობა 682 152 შეადგენდა. სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიის პორტფელი კი, 375,4 მლნ ლარია.
ბაზრის 26% “ჯიპიაი ჰოლდინგზე” მოდის, რომელსაც 98.1 მლნ ლარის პრემია აქვს ამ სექტორში მოზიდული; მეორე ადგილს ბაზრის 18%-იანი წილით “იმედი L” იკავებს. კომპანიის პორტფელი 67.9 მლნ ლარია. 67 -მილიონიანი პორტფელით სამეულშია “არდი”. 8%-იან წილს იკავებს “თიბისი დაზღვევა” (პორტფელი – 29 მლნ ლარი) ხუთეულში შედის “ირაო” – 28 მლნ ლარის პორტფელით.
საქართველოში ოქროს ზოდებით და მონეტებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა განახლდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ…
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo. თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში…