კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი – საქართველოდან სანელებლების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

კოჭა, ზაფრანა, დაფნის ფოთოლი – საქართველოდან სანელებლების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა

საქართველოდან სანელებლების ექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა. წელს 5 თვეში ქვეყნიდან მსოფლიოს ბაზრებზე 20.164 ათასი დოლარის სანელებლების გაიყიდა, მაშინ როდესაც გასულ 2023 წელს, ჯამში 18.7 მლნ დოლარის პროდუქცია იყო ექსპორტირებული.

ბოლო წლებში სანელებლების ექსპორტი ზრდის ტენდენციას აჩვენებს, თუ 2020 -22 წლებში ექსპორტზე მხოლოდ 11-12 მლნ დოლარის სანელებლები გადიოდა, ეს მაჩვენებელი 2023 წელს 19 მილიონამდე გაიზარდა. წელს 5 თვეში კი, ექსპორტი 180%-ით არის გაზრდილი.

სანელებლების ექსპორტში ასეთი მკვეთრი ზრდა ჩინეთში ექსპორტის ზრდას უკავშირდება. მთავარი საექსპორტო ბაზარი ამ პროდუქციისთვის სწორედ ჩინეთია, სადაც წელს უკვე 15.777 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა.

სანელებლების საექსპორტო ბაზრები / 2024 წლის 5 თვე

  • ჩინეთი 15.777 მლნ დოლარი
  • რუსეთი – 2.950 მლნ დოლარი
  • უკრაინა – 0.497 მლნ დოლარი
  • თურქეთი – 0.267 მლნ დოლარი
  • ყაზახეთი – 0.196 მლნ დოლარი

წყარო: საქსტატი

bm.ge

 

 

მსგავსი სიახლეები

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო – TOP-10 ინვესტორი კომპანია

9 თვეში ენერგეტიკაში $140 მლნ-მდე FDI ჩაიდო – TOP-10…

2025 წლის 9 თვეში საქართველოს ენერგეტიკის სექტორში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 139.9 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 9.3%-ია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისთვის აშშ-ში გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა – საელჩო

მასწავლებლებისა და ზოგადი განათლების ადმინისტრატორებისთვის გაცვლითი პროგრამა გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ს საელჩო წერს. პროგრამის Study of the U.S. Institutes (SUSIs) ფარგლებში,…
კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო მევენახეობის რეგულირებას იწყებს

კომერციული ვენახის გაშენების ნებართვის აღება უფასო იქნება – სახელმწიფო…

ღვინის ეროვნული სააგენტო კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვების გაცემას 2026 წლის მარტიდან დაიწყებს. ნებართვები უფასო იქნება. ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ ინიციირებული „ვაზისა…