ლევან დავითაშვილი: „ჩვენთვის მისასალმებელია ხარისხიანი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები”

ლევან დავითაშვილი: „ჩვენთვის მისასალმებელია ხარისხიანი, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები”

„მისასალმებელია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, თუმცა, განსაკუთრებით მისასალმებელია ხარისხიანი უცხოური ინვესტიციები, რომლებსაც შეუძლიათ გაზარდონ კონკურენტუნარიანობა ქვეყანაში“ – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა ციტრუსის განახლებული საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

შპს „იბერია ორბსის“ ციტრუსის მიმღებ-გადამმუშავებელი ქარხანა ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამოქმედდა. საწარმო ამზადებს მანდარინს, ციტრუსის წვენის კონცენტრატს და პლასტმასის ყუთებს ხილის სარეალიზაციოდ, ასევე აქვს 3000 ტონამდე სამაცივრე მეურნეობა ცოცხალი ხილის და ბოსტნეულის შესანახად. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მზად არიან, მიმდინარე წელს შეისყიდონ და გადაამუშაონ მანდარინი ადგილობრივი ფერმერებისგან.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება და შეუძლია ცოდნა, კვალიფიკაცია და კომპეტენცია შემოიტანოს რეგიონში. მისივე შეფასებით, ეს არის გრძელვადიანი ინვესტორი, რომელსაც ესმის და აქვს გამოცდილება წარმოების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკვებ ინდუსტრიაში და შესაბამისად, ამ საქმის წარმატებით გაგრძელებისთვის არსებობს ყველა წინაპირობა, მათ შორის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ინვესტიციები იყოს წარმატებული.

„ეს არის ძალიან კარგი დასაწყისი – ამ საწარმოდან შესაძლოა მივიღოთ უკვე კარგად მოდერნიზებული, კონკურენტუნარიანი ახალი საწარმო, რომელსაც განვითარების დიდი პერსპექტივა ექნება – საუბარია არამხოლოდ ამ საწარმოს ახალ სიცოცხლეზე, არამედ მის შემდგომ განვითარებაზე, რაც დამატებითი წარმოების ახალი ხაზების გაშვებას გულისხმობს და ვფიქრობ, ეს იქნება მნიშვნელოვანი საწარმო იმ ღირებულებათა ჯაჭვში, რომელიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური ფონის გაუმჯობესებას სოფლის მეურნეობაში ჩართული ადამიანების, მათი მოსავლის დაბინავების კუთხით, ასევე გააძლიერებს ჩვენს საექსპორტო პოტენციალს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

„შპს იბერია ორბის“ ციტრუსის განახლებული საწარმოს გახსნას ლევან დავითაშვილთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…