მაგთის, სილქნეტის და სელფის შემოსავლები იზრდება

მაგთის, სილქნეტის და სელფის შემოსავლები იზრდება

2025 წლის 4 თვეში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში რეკორდული მოცულობის თანხა 284 მილიონი ლარი გადაიხადა – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მობილური ოპერატორების შემოსავლები 16.7 მილიონი ლარით, ანუ 6%-ით არის გაზრდილი.

კომუნიკაციების კომისიის სტატისტიკის თანახმად, ქართული მობილური ოპერატორების აქტიური აბონენტების რაოდენობა 5,663,764-მდე არის გაზრდილი, რაც წლიურ ჭრილში 170,000 აბონენტის მატებას ნიშნავს.

2025 წლის იანვარ-აპრილში მობილური ოპერატორების ფინანსური მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

  • მაგთი – 133,809,243 ლარი, 2,334,496 აბონენტი, ბაზრის 41%, შემოსავლის ზრდა იანვარ-აპრილში 5%;
  • სილქნეტი – 99,977,368 ლარი, 2,001,767 აბონენტი, ბაზრის 35%, შემოსავლების ზრდა იანვარ-აპრილში 7%;
  • სელფი მობაილი – 49,392,476 ლარი, 1,309,713 აბონენტი, ბაზრის 23%, შემოსავლების ზრდა იანვარ-აპრილში 10%.

ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, ყველა ოპერატორის შემთხვევაში გაზრდილია ერთი მომხმარებლიდან ერთი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი (ARPU), რაც ოპერატორებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარამეტრია. 2025 წლის აპრილში მაგთის ერთი აბონენტი კავშირგაბმულობაში თვის განმავლობაში 14.67 ლარს იხდიდა, რაც წლიურად 44 თეთრით არის მომატებული, სილქნეტის ერთი აბონენტის საშუალო ხარჯი თვეში 12.80 ლარია, რაც 6 თეთრით არის გაზრდილი ერთი წლის ჭრილში, ხოლო სელფი მობაილის ერთი აბონენტის საშუალო თვიური ხარჯი 9.74 ლარია, რაც წლიურად 89 თეთრით არის მომატებული.

მობილური ოპერატორების საქმიანობის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, მობილურ ინტერნეტს ყოველთვიურად 4,131,374 აბონენტი მოიხმარდა, რაც მთლიანი აბონენტების 73%-ია, წინა წელს ეს მაჩვენებელი აბონენტების 69% იყო.

სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის აპრილის მდგომარეობით ერთი აბონენტი თვეში საშუალოდ 16 გიგაბაიტ ინტერნეტს მოიხმარდა, რაც წლიურად 2.5 გიგაბაიტით არის გაზრდილი.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…