ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2024 წლის მაისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,94 ათასი ტონა, რაც 0,15 ათასი ტონით ანუ 7,2%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (2,09 ათასი ტონა) შედარებით.
“მ/წლის მაისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან – 0,44 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: გერმანია – 0,34 ათასი ტონა (17,5%); ირანი – 0,28 ათასი ტონა (14,4%); ნიდერლანდები – 0,11 ათასი ტონა (5,7%), და სხვ.
2024 წლის მაისის თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 11,7 ათასი ტონა, რაც 1,8 ათასი ტონით ანუ 18,2%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 30,8% (3,6 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთიდან, 30,8% (3,6 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 20,5% (2,4 ათასი ტონა) – ლიბიიდან, 17,9% (2,1 ათასი ტონა) – საბერძნეთიდან”, – წერია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციაში.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული III კვარტალის წინასწარი მონაცემებით, ქვეყანაში 533.2 მლნ აშშ დოლარის FDI შემოვიდა, რაც 2024 წლის III კვარტალის დაზუსტებულ…
ბაკალავრიატის შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა მაგისტრატურის საფეხურებზე სრულად უფასო გახდება. შესაბამის ცვლილებებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს…
საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია „პოლიციის შესახებ“ კანონის ცვლილებების პაკეტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციის გაფართოებას და მის საპოლიციო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად…