PMC კვლევითი ცენტრის თანახმად, 2015 წლიდან 2022 წლამდე საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 76.8%-ით გაიზარდა, თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, ამავე პერიოდში ხელფასების რეალურმა ზრდამ მხოლოდ 17.6% შეადგინა. გარდა ამისა, იგივე პერიოდში მთლიანი შიდა პროდუქტი 34.7%-ით გაიზარდა, რაც ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას ორჯერ აღემატება და იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში მშპ-ს ზრდა მუშა-ხელის ხელფასებზე პროპორციულად არ აისახებოდა.
ამ საკითხზე BMGTV-ს გადაცემა „ანალიტიკაში“ კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი საუბრობს და აღნიშნავს, რომ საშუალო ხელფასის 17.6%-იანი ზრდა კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე მედიანური ხელფასის ზრდა.
„სამწუხაროდ, მედიანური ხელფასი კიდევ უფრო ნაკლებადაა გაზრდილი, ვიდრე საშუალო. ეს იმას ნიშნავს, რომ მაღალანაზღაურებადი პირების ხელფასები უფრო გაიზარდა, ვიდრე – საშუალო და დაბალანაზღაურებადი კადრების. ამიტომ არის ხალხშიც უკმაყოფილება, რაოდენობრივად დაბალანაზღაურებადი ადამიანი ბევრია უფრო, ვისი ცხოვრებაც არ გაუმჯობესდა.
საკითხავი ისაა, რამდენად აისახა მოსახლეობაზე ეს 17%-იანი ზრდა. საშუალო ხელფასის გამოთვლისას ინფლაცია თუ არ გამოვრიცხეთ, ნომინალური ხელფასის გამოთვლას არ აქვს მნიშვნელობა. თუ მე 2 ჯერ მეტი მაქვს ხელფასი, ვიდრე შარშან, მაგრამ პროდუქცია 3-ჯერ გაძვირდა, ხელფასი გამოდის, რომ შემიმცირდა. რეალური შედეგი ისაა, რომ 7-8 წლის განმავლობაში ხელფასები გაიზარდა 17%-ით, წელიწადში, საშუალოდ 2%-ით“, – აღნიშნავს ეკონომისტი.
ცნობისთვის, საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ნომინალური ხელფასი 1592 ლარს შეადგენს, რაც ინფლაციის გათვალისწინებით 1059 ლარია.
საქართველოში ოქროს ზოდებით და მონეტებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა განახლდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ…
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo. თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში…