ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონპროექტი მთავრობას სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება.
ნადარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ კანონპროექტი მიმდინარე წელს, საგაზაფხულო სესიაზე დამტკიცდეს.
„საქართველოს მთავრობისთვის დაზღვევა წარმოადგენს გამორჩეულ პრიორიტეტს. გასული წელი იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მთავრობამ სადაზღვევო სფეროს ესტონური მოდელით დაბეგვრის გადაწყვეტილება მიიღო. ეკონომიკის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა კანონის პროექტი კერძო საპენსიო შენატანების შესახებ. ეს არის მოდელი, რომელიც მთლიანად აწყობილია სადაზღვევო პრინციპებზე და აქ მოთამაშეები იქნებიან სადაზღვევო კომპანიები.
ბოლო პერიოდში ეკონომიკის სამინისტრო, ზედამხედველობის სამსახური და ინდუსტრია აქტიურად ვმუშაობთ ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევაზე, რომელიც უახლოეს მომავალში წარედგინება პარლამენტს განსახილველად. დეტალების დამუშავება თითქმის ბოლოშია გასული. უკვე არის დრაფტი, 2-3 კვირის განმავლობაში წარედგინება მთავრობას და მერე პარლამენტს. ვფიქრობთ, ამ კანონის მიღება მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე მოხდება“, – თქვა ნადარეიშვილმა.
სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. პარლამენტში კანონპროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მისი განხილვა შეჩერდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ ეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებლად შესასრულებელი მოთხოვნაა.
უცნობია, რა იცვლება კანონპროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით. კანონპროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით კი, სადაზღვევო პრემიის მოცულობა ტრანსპორტის კატეგორიების მიხედვით განსხვავებული იყო. მაგალითად, მსუბუქი ავტომობილის შემთხვევაში წლიური მაქსიმალური სადაზღვევო პრემია, რისი გადახდაც მოქალაქეებს სავალდებულო წესით მოუწევდათ, მაქსიმუმ 150 ლარით იყო განსაზღვრული.
სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა, რომელზეც ოთხ წელში 300 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, 2026 წლიდან აღარ გაგრძელდება. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე ბიუჯეტის მე-3 ვერსიის…
საქართველოს მთავრობა 2025 წლის ბიუჯეტის კორექტირებას გეგმავს. პროექტის თანახმად, საგადასახადო მიმართულებით მოგების გადასახადის გეგმა 190 მილიონი ლარით მცირდება. ფინანსთა მინისტრის პირველი…
ბორჯომი–ბაღი–ტბა–ცემის საავტომობილო გზის 5.5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5.2 მილიონი…