თებერვლის ბოლოს სვანეთში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენები დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადი და რეგიონში დაგეგმილი „გემო ფესტი“ და ფრირაიდის (Freeride) მსოფლიო ჩემპიონატია.
21-22 თებერვალს სვანეთი კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონი მსოფლიოს საუკეთესო მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს მიიღებს.
დამატებითი რეისების განრიგი
ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, 19-დან 23 თებერვლამდე სულ 5 დამატებითი რეისი შესრულდება:
ამ ეტაპზე ნატახტარი-მესტიის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში 6-ჯერ სრულდება. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას:
ერთი გზა ბილეთის ფასი 50 ლარია;
0-დან 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა;
3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2010 წლიდან დღემდე, მესტიის აეროპორტმა 86 300 მგზავრი მიიღო და მოემსახურა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 15 წელია მესტიის…