თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერია მზად არის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ტექნიკითა და ადამიანური რესურსით ჩაერთოს, ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც სტიქიის ზონაში ამ წუთებშიც მუშაობს.
„არ ვიცი ნუგეშის რა სიტყვები არსებობს ასეთ დროს, მაგრამ ყველაზე უიმედო მდგომარეობაშიც კი, იმედს გვაძლევს ისეთი ისტორიები, როგორსაც მაგალითად ჰყვებიან სტიქიის შედეგად გარდაცვლილ გიორგი გოგინაშვილზე, რომელიც სამშვიდობოს გამოსული უკან სხვების დასახმარებლად შებრუნდა. მადლობა ჩვენს გმირ მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ჯარისკაცებს, მოხალისეებს, „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს, სამედიცინო ბრიგადებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებს იმ არნახული ძალისხმევისთვის, რასაც ისინი ეწევიან სტიქიის ზონაში. მინდა, კიდევ ერთხელ დავაფიქსირო პირადად ჩემი და თბილისის მერიის მზაობა, ტექნიკით თუ ადამიანების ჩართულობით. მზად ვართ, ცენტრალურ ხელისუფლებას გვერდით დავუდგეთ, როცა ამის აუცილებლობა იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
თბილისის მთავრობის წევრებმა 3 აგვისტოს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო შოვში დატრიალებული უმძიმესი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს. დღეს, გლოვის დღეა და მართლაც, საქართველოში არ მეგულება ადამიანი, რომელმაც ბოლომდე გულთან არ მიიტანა, პიროვნულ ტრაგედიად არ აღიქვა ძალიან დიდი მასშტაბის ბუნებრივი კატასტროფა, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე იმსხვერპლა. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა ხსოვნას. ასეთ დროს ყველას სოლიდარობა და ერთმანეთის გამხნევება გვმართებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…