საქართველოს მთავრობამ ინვესტორებისთვის ანაკლიის პორტზე წინადადებების მიღება ერთი თვით გაახანგრძლივა. თუ აქამდე დაინტერესებულ პირებს კვალიფიკაციის შესახებ მოთხოვნის წარდგენისთვის ვადა 19 მაისის 18 საათამდე ჰქონდათ, ახლა ეს ვადა 19 ივნისამდე გადავადდა. ასევე, 17 ივლისის ნაცვლად 28 ივლისამდე გადავადდა წინადადებების წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის საბოლოო ვადაც.
არიან თუ არა ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესებულნი ინვესტორები, უცნობია. 30 აპრილისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში არცერთი ოფიციალური განაცხადი არ იყო შესული და ეს იმ დროს, როდესაც მთავრობა გეგმავს პორტის მშენებლობა წელსვე, შემოდგომაზე დაიწყოს, ახალი პირობებით, რაც იმას ნიშნავს, რომ პორტის 51% -იანი წილი სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება.
გასულ კვირას ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, გადაცემა “ანალიტიკას“ წამყვანის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ტვირთის მოზიდვის პასუხისმგებლობა სრულად ინვესტორზე იქნება და მთავრობა არ აპირებს ინვესტორს ტვირთბრუნვის რისკი დაუზღვიოს. თუ ოპერატორი ვერ იძლევა ტვირთების ტრეფიკის გარანტიას, მაშინ აზრს კარგავს გვყავდეს კერძო ოპერატორი აქ, მაშინ როდესაც სახელმწიფოს შეუძლია ორჯერ უფრო ნაკლებ პროცენტში მოიზიდოს საკრედიტო დაფინანსება – თქვა ხუციშვილმა.
პარალელურად, გრძელდება ორი საარბიტრაჟო დავა პროექტის წინა ინვესტორთან, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან”, რომელიც მიუთითებს, რომ მთავრობის დესტრუქციული ქმედებების გამო, მათ პროექტის განვითარების შესაძლებლობა წაერთვათ.
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…