მთავრობამ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრა – დადგენილება

მთავრობამ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტის აკრძალვის ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრა – დადგენილება

მთავრობა 6 წელზე მეტი წლოვანების ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვას გეგმავს. შესაბამისი დადგენილება უკვე გამოიცა, რომელიც მიმდინარე წლის 12 თებერვლით თარიღდება და ხელს “ოცნების” მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დოკუმენტის თანახმად, დადგენილება 2026 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება.

დადგენილებით განსაზღვრულია ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან ექსპორტირებული ავტომობილების საქართველოში რეგისტრაციაა დასაშვები, შესაბამისი გამოშვების წლის/წლოვანების გათვალისწინებით.

აღსანიშნია, რომ გამონაკლისები ვრცელდება იმ M1 კატეგორიის ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე. ასეთი ავტომობილების პირველადი რეგისტრაცია მოხდება პირველ აპრილამდე არსებული პირობების შესაბამისად.

შეგახსენებთ, რომ M1 კატეგორია მოიცავს არაუმეტეს 5 ტონა სრული მასის მქონე ავტომობილებს, რომლებიც განკუთვნილია მგზავრების გადასაყვანად (მძღოლის ადგილის გარდა არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილით) და მათი ბარგის ტრანსპორტირებისთვის. კონკრეტული ავტომობილის M1 კატეგორიასთან შესაბამისობის დასადგენად კონსულტაციის გავლა შესაძლებელია შსს-ს სსიპ მომსახურების სააგენტოში.

შეზღუდვა არ შეეხება ელექტრომობილებს და მათი რეგისტრაცია დასაშვებია გამოშვების წლის მიუხედავად. აკრძალვა ასევე არ ვრცელდება ავტომობილების იმპორტზე იმ შემთხვევაში, თუ იმპორტიორი არ ახორციელებს მათ საქართველოში რეგისტრაციას, აგრეთვე, რეექსპორტზე, ტრანზიტსა და ექსპორტზე.

შეზღუდვა არ შეეხება საქართველოში უკვე რეგისტრირებულ ავტომობილებს, ასევე იმ ავტომობილებს, რომლებიც იმპორტირებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

გამონაკლისი ვრცელდება იმ ავტომობილებზეც, რომელთა ტრანსპორტირება საქართველოს მიმართულებით დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე. საზღვაო გადაზიდვის შემთხვევაში, კონოსამენტში ან გადამზიდავის მიერ გაცემულ შესაბამის დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს, რომ ავტომობილი გამომგზავნ პორტში ან გემზე მიღებულია ან კონტეინერში ჩატვირთულია 2026 წლის 1 აპრილამდე. საავტომობილო, სარკინიგზო ან თვითსვლით წამოსული ავტომობილების შემთხვევაში გამონაკლისი იმოქმედებს მხოლოდ მაშინ, თუ ავტომობილი საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს არაუგვიანეს 2026 წლის 1 ივლისისა და იმპორტიორი წარმოადგენს დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ტრანსპორტირება დაწყებულია 2026 წლის 1 აპრილამდე.

ამასთან, ძალაში რჩება მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს ევრო 5ბ სტანდარტს და აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით დამატებითი გამონაკლისი არ ვრცელდება.

ქვეყნები, საიდანაც 6 წლისა M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი იკრძალება:

ქვეყნები, სადაც რეგისტრირებული ან საიდანაც ექსპორტირებული M2, M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილების საქართველოში პირველადი რეგისტრაცია/დროებითი რეგისტრაცია დასაშვებია შესაბამისი გამოშვების წლის გათვალისწინებით:

მსგავსი სიახლეები