მთავრობას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია – დარჩენილია ხუთი დღე

მთავრობას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია – დარჩენილია ხუთი დღე

ენერგეტიკული ბირჟის გახსნამდე ხუთი დღე დარჩა, თუმცა სექტორის წარმომადგენლებს აქვთ ვარაუდი, რომ შესაძლოა, ეს მისი სრულად ამოქმედება კიდევ ერთხელ გადავადდეს.

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა Bm.ge-ის კითხვის პასუხად დღეს განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სამზადისის პროცესში არიან და თუ მთავრობა განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ბირჟა პირველი ივლისიდან გაიხსნება.

“ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი, რაზეც როგორც პარტნიორებთან, ისე საზოგადოებასთანაც ძალიან ხშირად გვქონია საუბარი. დღესაც გვქონდა პროცედურულ საკითხებში ცვლილებები მთავრობაზე გატანილი, ეს ბირჟის წესებში ვაჭრობის კონკრეტულ ელემენტებს ეხებოდა, რომელიც დაკავშირებული იყო იმპორტულ ელექტროენერგიასთან იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იმპორტს ახორციელებს”, – ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

დავითაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ მაქსიმალურად ცდილობენ, შესაძლო რისკები თავიდან აირიდონ, ამიტომ ყველა უწყებასთან ერთად აქტიურად მუშაობენ.

“ვცდილობთ, რომ ავიცილოთ ყველა რისკი და გაუთვალისწინებელი ფაქტორები უარყოფითად არ მოქმედებდეს როგორც მომხმარებლებზე, ისე გენერაციაზე, აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში სხვადასხვა უწყებასთან ერთად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ამოქმედება იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო და უპრობლემო”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით გაგრძელდება – დეტალები

2026 წლის 1-ელი იანვრიდან მიწების რეგისტრაცია მხოლოდ სპორადული წესით…

2026 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოში მიწების სისტემური რეგისტრაციის უფასო პროგრამა დასრულდა და აღარ გაგრძელდება. როგორც ცნობილია, რეფორმის დასრულების თარიღად 2025 წლის…
დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-მდე შემცირდა – საქსტატი

დეკემბერში წლიური ინფლაცია 4%-ს შეადგენდა, რაც ნოემბერში არსებულ 4.8%-იან ინფლაციასთან შედარებით ნაკლებია. ამის შესახებ  საქსტატის 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის ამსახველ სტატისტიკაში…
რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები და ჯარიმები სრულად

რა შეიცვალა 1-ელი იანვრიდან – ახალი რეგულაციები, გაზრდილი პენსიები…

2026 წლიდან საქართველოში ძალაში შედის მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილებები და რეგულაციები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და სამართლებრივ გარემოზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.…