მთავრობაში წელს და 2025 წლის I კვარტალში, 16 ჰესის მშენებლობას ელიან

მთავრობაში წელს და 2025 წლის I კვარტალში, 16 ჰესის მშენებლობას ელიან

მიმდინარე წელს და 2025 წლის პირველ კვარტალში 16 ჰიდროელექტროსადგური აშენდება. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯუბო ტურაშვილმა ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2013 წლიდან დღემდე 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა.

„2013 წლიდან ენერგეტიკულმა სექტორმა დაიწყო უპრეცედენტო განვითარება. საქართველოს მთავრობასა და კერძო ინიციატორებს შორის გაფორმდა არაერთი ურთიერთგაგების მემორანდუმი. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ 63 ჰიდროელექტროსადგური არის აშენებული, ჯამური დადგმული სიმძლავრით 773 მეგავატი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წელს და მომავალი წლის პირველ კვარტალში ველოდებით დამატებით 16 სადგურის მშენებლობას, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე საორიენტაციოდ 150 მეგავატი გახლავთ“,- თქვა ჯუბო ტურაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილია 300-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლებიც მიზნად ისახავს პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შემდგომში მათი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…