საქართველოს მთავრობა წლის მეორე ნახევარში მაღალ ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან წლის პირველი ნახევრის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.
2024 წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა, შესაბამისად 6 თვის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 9%-ია.
კითხვაზე – რა განაპირობებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას, კობახიძე არ პასუხობს და ამბობს, რომ აღნიშნული მაჩვენებლების შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა თანდათან გაუმჯობესდეს.
“ეს [ეკონომიკური ზრდა] ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ წლის პირველი ნახევარი 9%-იანი ეკონომიკური ზრდით დავხურეთ. თქვენ იცით, რომ გასული 3 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკური ზრდა იყო 9.7%, ეს კარგი ტენდენცია წელსაც გრძელდება, წლევანდელი მაჩვენებელი 9%-ია. ჩვენთვის მთავარია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. ივლის-აგვისტოში ვფიქრობ, მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება და წლის ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ. ეს არის მთავარი იმისთვის, რომ თანდათანობით ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს”, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…