მისო-ებმა 2023 წელი 30-მილიონიანი წმინდა მოგებით დაიწყეს

მისო-ებმა 2023 წელი 30-მილიონიანი წმინდა მოგებით დაიწყეს

საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა მათი პირველი კვარტლის ფინანსური ანგარიშები ეროვნულ ბანკს უკვე წარუდგინეს. დოკუმენტების თანახმად, სექტორმა პერიოდის განმავლობაში სულ 30 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 1.4 მილიონი ლარით მეტი იყო. 

მისოების აქტივები ჯამურად 1.86 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წინა წელთან შედარებით 220 მილიონი ლარით მეტია. 

გაზრდილია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელიც, რაც ამჟამად 1.58 მილიარდ ლარს აღწევს (მატება წინა წელთან 90 მლნ ლარი).

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემოსავლების მთავარ წყაროდ კვლავ სალომბარდე სესხები რჩება, რომლის პორტფელიც 790 მილიონ ლარს აღწევს. კონკრეტული მიმართულებებით სესხები ასე ნაწილდება:

• სალომბარდე სესხი – 791 მილიონი ლარი;
• სამომხმარებლო სესხები – 417 მილიონი ლარი;
• ვაჭრობა და მომსახურება – 184 მილიონი ლარი;
• სოფლის მეურნეობა – 105 მილიონი ლარი;
• განვადება – 49 მილიონი ლარი;
• იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები – 27 მილიონი ლარი.

რაც შეეხება თავად მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ აღებულ სესხებს, ფინანსური ანგარიშებიდან ირკვევა, რომ მისო-ების სექტორის კაპიტალის ძირითად წყაროს ქართული კომერციული ბანკებისგან აღებული კრედიტები წარმოადგენს, რაც 389 მილიონ ლარს შეადგენს. უცხოური საფინანსო ორგანიზაციებისგან მისო-ებს 285 მილიონის სესხები აქვთ მოზიდული, რეზიდენტი ფიზიკური პირების მიერ მათზე გაცემული სესხები 163 მილიონი ლარი, რეზიდენტი იურიდიული პირების სესხები კი 62 მილიონი ლარია. მთლიანობაში მისო-ებს ბანკებისა და ინვესტორების მიმართ 1.06 მილიარდი ლარის სესხები აქვთ.

მსგავსი სიახლეები

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება

“დანერგე მომავლის” ბაღების კომპონენტში განაცხადების მიღება 28 თებერვლის ჩათვლით…

პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა

8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული – სებ-ი

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-ზე მაღალი ინფლაცია სურსათით…

2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…