„მოლოდინი გვაქვს, რომ სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს მეორედ შეამცირებს“ – Galt&Taggart

„მოლოდინი გვაქვს, რომ სებ-ი რეფინანსირების განაკვეთს მეორედ შეამცირებს“ – Galt&Taggart

Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში” 2023 წლის პირველ ნახევარში ფინანსური სექტორისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მთავარ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ასეთად კვლავ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი რჩება.

„როდესაც ინფლაცია ქვემოთ მიდის და მაღალი ეკონომიკური ზრდა გაქვს, მონეტარული პოლიტიკის შერბილებაზე ფიქრი უნდა დავივიწყოთ – ეს არის თეორიული ჩარჩო, თუმცა ფაქტია, რომ პრაქტიკაში ეს ცოტა სხვანაირადაა. მართალია, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური ზრდა იმაზე მაღლა შენარჩუნდა, ვიდრე ნავარაუდები იყო და ინფლაცია მნიშვნელოვნად ჩამოსცდა 3%-იან ნიშნულს. ამან ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალება მისცა და მან ეს გააკეთა კიდეც მაისში.

მაგრამ აქ საკითხი ეხება არა მონეტარული პოლიტიკის სიმკაცრის შეფასებას, არამედ იმას, ფინანსური პირობები როგორია. ამ კუთხით, ჩვენზე გარე ფაქტორებმა იმოქმედა და ამ მხრივ კიდევ უფრო მკაცრი მონეტარული პოლიტიკა გვაქვს. მიწოდების მხრიდან მოხდა ინფლაციის შემცირება და მოთხოვნის მხრიდან კვლავ მაღალია, მიუხედავად ამისა, ეროვნულმა ბანკმა მაინც დაიწყო დაიწყო მონეტარული პოლიტიკის შემცირება, რაც გადახვევაა თეორიული ასპექტებიდან“, – ამბობს ქავთარაძე.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას საზოგადოებას ნათია თურნავა ხვალ, 2 აგვისტოს გააცნობს, თუმცა Galt&Taggart-ის ეკონომისტის პროგნოზით, ნავარაუდებია რეფერენტული განაკვეთის 0,25 ან 0,5%-იანი კლება.

„ხვალ არის სხდომა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეროვნული ბანკი გადადგამს ამ ნაბიჯს და მიმდინარე წელს მეორედ შეამცირებს რეფინანსირების განაკვეთს. ჩემი აზრით, იმის გათვალისწინებით, რა გარემო და მოცემულობაც გვაქვს დღეს, ის რაც ეროვნულ ბანკს აქვს ჩაფიქრებული, რომ წლის განმავლობაში შეამციროს განაკვეთი, აგვისტოს თვეში უნდა გაკეთდეს.

სებ-ის გადმოსახედიდან, სავარაუდოდ, ორი არჩევანი იქნება, 0,25 და 0,5 პროცენტული პუნქტით კლება და ამას უკვე საბჭოს უმრავლესობა გადაწყვეტს. თუმცა, ვფიქრობ, მოცემულობას 0.5%-იანი შემცირება უფრო შეეფერება“, – აცხადებს ლაშა ქავთარაძე.

მსგავსი სიახლეები

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

მთავრობა რესპუბლიკური საავადმყოფოს მოდერნიზების პროექტის შემუშავებაზე ₾1.3 მილიონს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა – საქსტატი

ნოემბერში მშენებლობის გაძვირება, ძირითადად, დარგში დასაქმებულთა ხელფასების ზრდამ განაპირობა…

2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…