საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასი ერთ კვირაში 5%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი ბრენტის ფასი 88 დოლარს შეადგენს, ამერიკული WTI-ს ფასი კი 83 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
შედარებისთვის, ჯერ კიდევ წინა თვეს ბრენტის ფასი 97 დოლარს აჭარბებდა, თუმცა მას შემდეგ ბირჟაზე დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება.
ერთ კვირაში 5.5%-ითაა შემცირებული რუსული ნავთობის ფასიც და ბარელი Urals-ის ღირებულება საშუალოდ 74 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
დაღმასვლის ტენდენციას ვხედავთ ბუნებრივ აირთან მიმართებითაც, აშშ-ისა და ევროკავშირის მასშტაბით გაზის ფასი საშუალოდ 2.5%-ით შემცირდა და მეგავატი-საათი ენერგიის ღირებულება ამჟამად 37 ევროს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში ბუნებრივი აირი 53%-ითაა გაიაფებული.
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…