საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი, არჩილ მესტვირიშვილი საბანკო ასოციაციის პრეზიდენტს, ალექსანდრე ძნელაძეს და ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“შეხვედრის ფარგლებში საუბარი ეროვნული ბანკისა და საბანკო ასოციაციის ერთობლივ პროექტებს და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესებს შეეხო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საბანკო ასოციაცია / Banking Association of Georgia აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პოლიტიკებისა და რეზოლუციების შემუშავებისა და განხილვის პროცესში. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს საბანკო ასოციაციასთან ღია ბანკინგის საკითხებზე”, – წერია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო…
2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა,…
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…