“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის” – პრემიერი

“ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ბიზნესასოციაციის კონფერენციაზე „საქართველოს ეკონომიკისა და სწრაფად მზარდი სექტორების პერსპექტივები“ ისაუბრა. პრემიერის თქმით, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრის “საუკეთესო გზაა”.

“ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული პრობლემები მოვაგვაროთ. აღმოვფხვრათ სიღარიბე, უმუშევრობა, ხელი შევუწყოთ ადამიანთა დასაქმებას… მომავალშიც, რა თქმა უნდა, მზად ვართ ასეთი კომუნიკაციისთვის, ნებისმიერ დროს მზად ვართ ბიზნესთან ურთიერთობისთვის”, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერმა იმ სამ ფაქტორზეც ისაუბრა, რომლებიც, მისი თქმით, ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის მთავარია. კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესის კეთებისთვის სტაბილური გარემო კონსტიტუციის დონეზეა გარანტირებული.

“ქვეყანაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებისთვის მთავარია სამი ფაქტორი. ეს არის, პირველ რიგში, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაც უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს; მეორე, ეს არის ბიზნესის თავისუფლება; მესამე არის მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. სამივე ფაქტორი თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარებას არ შეექმნას საფრთხე.

მთლიანობაში, ხელისუფლებას გააზრებული აქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, რაც ხელს უწყობს ბიზნესის განვითარებას. ჩვენს ქვეყანაში შექმნილია სტაბილური გარემო ეკონომიკის განვითარებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის. ამას ხელს უწყობს სტაბილური კანონმდებლობა, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში. სტაბილურობის გარანტიები ბიზნესისთვის კონსტიტუციის დონეზეა შექმნილი და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, სწორედ ასეთ სტაბილურობას, როგორც კანონმდებლობის, ისე ზოგადად გარემოსი, შევუწყოთ ხელი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

საქართველოში ოქროს ზოდების და მონეტების იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა

საქართველოში ოქროს ზოდებით და მონეტებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა განახლდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ…
11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა – წლიური ზრდა 14%-ია

11 თვეში საქართველოს აეროპორტები 8 მილიონამდე მგზავრს მოემსახურა –…

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები…
თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება, რომელსაც ირაკლი კობახიძეც ესწრება

თურქმენეთში მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი ფორუმი იმართება,…

Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo. თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში…