ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა – TBC Capital

ოქტომბერში თბილისში ბინის ფასი 4%-ით გაიზარდა – TBC Capital

TBC Capital-ის მიერ გამოწყევნებული მიმოხილვის მიხედვით, ოქტომბერში თბილისში გასაყიდი ბინის საშუალო ფასი წლიურად 4%-ით 1347 დოლარამდე გაიზარდა.

TBC Capital-ის მიმოხილვაში წერია, რომ 2025 წლის ოქტომბერში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ჯამში 4129 ბინა გაიყიდა, რაც წლიურ ჭრილში 13%-იან ზრდაა.

2025 წლის 10 თვის განმავლობაში ჯამურად გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მსგავსი ზრდა საინვესტიციო ბანკის შეფასებით, ნაწილობრივ განპირობებულია დიდი სამშენებლო პროექტების ექსპლუატაციაში მიღებით.

მიმდინარე წლის ოქტომბერში, სულ 668 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 2024 წლის ოქტომბერთან შედარებით 13%-იანი კლებაა, ხოლო ძველი გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 20%-ით 3461-მდე გაიზარდა.

ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 16%-ზე შენარჩუნდა. 2025 წლის ოქტომბერში, გაყიდული ბინების უდიდესი ნაწილი მცირე კატეგორიაზე 50-დან 75 კვ.მ-მდე მქონე ფართობზე მოდის.

მსგავსი სიახლეები

ფაქტორები რომლებიც წელს ლარის კურსის სტაბილურობას განაპირობებენ – TBC Capital

ფაქტორები რომლებიც წელს ლარის კურსის სტაბილურობას განაპირობებენ – TBC…

თიბისი კაპიტალის მაკროეკონომიკურ განახლებაში საუბარია იმ ფაქტორების შესახებ რომლებიც მიმდინარე წელს ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობას განაპირობებენ. როგორც მიმოხილვაში არის აღნიშნული ერთდროულად…