საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ჩენგტუს საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაურის დახვედრის ცერემონიალი გაიმართა.
პრემიერ-მინისტრს აეროპორტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრი ხუაი ძინპენგი, სიჩუანის პროვინციის გუბერნატორი ხუანგ ციანგი, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჭოუ ციენი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია დახვდნენ.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არჩილ კალანდია აცხადებს, რომ უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი, რაც უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას. ელჩის განცხადებით, შეხვედრები გაიმართება როგორც ქალაქ ჩენდუში, ისე პეკინში.
„საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დინამიკურად ვითარდება როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები. დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ჩინეთში, ვიზიტის პირველი ნაწილი შედგება ქალაქ ჩენდუში, სადაც არის ახალგაზრდული, სტუდენტური ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია. ასევე დაგეგმილია მთელი რიგი ღონისძიებები.
უმნიშვნელოვანესია ეს ვიზიტი და უპირველეს ყოვლისა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. მოგეხსენებათ, საქართველო არის „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის მონაწილე ქვეყანა, იზრდება ბიზნესკონტაქტები, ჰუმანიტარული ურთიერთობები, ასევე კულტურისა და ტურიზმის მიმართულებები, ასე რომ ეს ვიზიტი ახალ სტიმულს და დიდ ბიძგს მისცემს ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას.
შემდეგ უკვე ჩენდუდან გადავინაცვლებთ ქალაქ პეკინში, სადაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები და შეხვედრებია დაგეგმილი, ასე რომ საკმაოდ დატვირთული და შინაარსიანი ვიზიტი იქნება,“- განაცხადა ელჩმა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა უფლება 1.35 მილიონ ლარად, გამარტივებული წესით შეისყიდოს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები. მთავრობა რესპუბლიკური…
6 იანვარს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი – 2.6968 ლარი. გაუფასურდა 0.05 თეთრი;1 ევრო…
2025 წლის ნოემბერში მშენებლობა როგორც წლიურად ისე თვის ჭრილში გაძვირდა, რაც ძირითადად დარგში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის ზრდამ განაპირობა. საქსტატის მიერ დღეს…