საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დაიწყო. შარმ-ელ-შეიხის საერთაშორისო აეროპორტში პრემიერ-მინისტრის დახვედრის ცერემონია გაიმართა. მთავრობის მეთაურს აეროპორტში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი რანია ალ-მაშატი და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი, საქმეთა დროებითი რწმუნებული მიხეილ თიგიშვილი დახვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, შარმ-ელ-შეიხში გაიმართება. მთავრობის მეთაური ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე. პრემიერ-მინისტრი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართავს და კლიმატის ცვლილებებით განპირობებული გამოწვევების დაძლევის გზებზე გაამახვილებს ყურადღებას. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
პროგრამის “დანერგე მომავალი” ბაღების კომპონენტის ფარგლებში განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. ბაღის…
8 იანვრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6982 ლარი გახდა.…
2025 წლის მეორე ნახევრიდან სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით მაღალი ინფლაცია სურსათით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დიდწილად, საბაზო ეფექტსა და ეგზოგენურ…