პროგრამისტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეეძლებათ თუკი მათი ხელფასი $25,000-ზე მეტია

პროგრამისტებს საქართველოს ბინადრობის ნებართვის მოპოვება შეეძლებათ თუკი მათი ხელფასი $25,000-ზე მეტია

საქართველოს მთავრობამ 27 აგვისტოს მიღებული დადგენილებით №389, უცხოელი IT სპეციალისტებისთვის დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად დამატებითი რეგულაციები დაადგინა. დოკუმენტის მიხედვით, კანონმდებლობას დაემატა ახალი მუხლები (124 და 125), რომლებიც დეტალურად განსაზღვრავს, რა პირობებში შეძლებენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული უცხოელები საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვებას. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შემოსავლის დადასტურებაა, რაც ანაზღაურების სახით წელიწადში 25,000 დოლარს უნდა აჭარბებდეს. ახალი რეგულაციები IT სექტორში დასაქმებულ სამ ჯგუფს ეხება: საქართველოში რეგისტრირებულ შრომით იმიგრანტებს; მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირებს; საერთაშორისო IT კომპანიების ხელმძღვანელ პირებსა და წარმომადგენლებს. დადგენილებით განსაზღვრულია, რომ დროებითი ბინადრობის ნებართვის მისაღებად უცხოელმა უნდა წარადგინოს: განაცხადი უნიკალური კოდის მითითებით, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში რეგისტრაციისას ენიჭება; პირადობისა და საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები; IT სფეროში მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ცნობა; დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მის მიერ მიღებული ანაზღაურება წლიურად არანაკლებ 25 000 აშშ დოლარის ეკვივალენტია ლარში, თანაც მიღებული მინიმუმ ორჯერ, 30-დღიანი ინტერვალით; ფოტოსურათი და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი. განსაკუთრებული პირობებია განსაზღვრული იმ უცხოელებისთვისაც, რომლებიც საქართველოში მცირე ბიზნესის სტატუსით არიან რეგისტრირებულნი და IT საქმიანობას ახორციელებენ, ასევე საერთაშორისო IT კომპანიების წარმომადგენლებისთვის. დადგენილება ასევე ითვალისწინებს, რომ ბინადრობის ნებართვის მიღების შესაძლებლობა გავრცელდება IT სფეროში დასაქმებული უცხოელების ოჯახის წევრებზეც. გარდა ამისა, მთავრობამ მკაფიოდ განსაზღვრა, რომ სხვა ქვეყნებში გაცემული დოკუმენტები უნდა იყოს სათანადოდ ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული, თუმცა შესაძლებელია მათი ელექტრონული ფორმით წარდგენაც, იმ შემთხვევაში თუ მათი ნამდვილობის გადამოწმება სპეციალური რეესტრის ან სხვა საშუალებით ხერხდება. ახალი წესების მიზანი, როგორც ოფიციალურ დოკუმენტშია აღნიშნული, საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს განვითარებისა და უცხოელი სპეციალისტების მოზიდვის ხელშეწყობაა.

მსგავსი სიახლეები

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში სამუშაო პლატფორმა შეიქმნება – სამინისტრო

მეფუტკრეობის სექტორში არსებული პრიორიტეტული საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღებისთვის სამუშაო პლატფორმა ჩამოყალიბდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ…
ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

ირაკლი კობახიძე ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით,…
კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის პროექტზე შეხვდა

კალაძე “ქართუს” და ბრიტანელ კონსულტანტებს თბილისის ზღვასთან ატრაქციონების პარკის…

დედაქალაქში ახალი გასართობ-სარეკრეაციო სივრცის მოწყობასთან დაკავშირებით, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუ ფონდის“ და ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა…